“ქართული ოცნების” თავმჯდომარე კახეთშია
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე კახეთშია. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ხვდება.შეხვედრა დახურული ფორმატით იმართება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საუბარი ძირითადად საარჩევნო გარემოს და ამ მხრივ რეგიონში არსებულ ვითარებას ეხება . პარტიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს კახელები ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ , რაც ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება
