ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ხელისუფლებას უწონებს ძალისხმევას, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ხელისუფლებას უწონებს ძალისხმევას, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად. რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად, მზად არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამერიკელი დიპლომატი იწონებს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორის მიმართაც. დანიგანი ინტერვიუში ყვება, რომ ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, დააკვირდეს არჩევნებს. საბოლოო ჯამში ელჩი აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით , ჩანს პოზიტიური ნაბიჯები როგორც მთავრობის და ცესკოსგან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისგან.
