საპარლამენტო არჩევნებამდე 17 დღე დარჩა
საპარლამენტო არჩევნებამდე 17 დღე დარჩა. ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათგან 2263 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული წესით ჩატარდება. არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით , საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი წევრი განახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები.
