ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია უცვლელი სახით მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია უცვლელი სახით მიიღო. ევროდეპუტატები საქართველოსგან მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას, გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონების გაუქმებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. რეზოლუციის პროექტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეც. ევროპარლამენტარების ნაწილიც კი ამბობს, რომ ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა, რაც დაუშვებელია. შეფასებები კეთდება თბილისში.
