კომუნიკაციების კომისიამ ტვ. პირველის, ფორმულას და მთავარი არხის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" სარჩელი დააკმაყოფილა
კომუნიკაციების კომისიამ ტვ. პირველის, ფორმულას და მთავარი არხის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" სარჩელი დააკმაყოფილა. საქმე ეხება მაუწყებლების გადაწყვეტილებას, რომლებმაც უარი თქვეს ქართული ოცნების პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე. კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლებმა 186- ე მუხლის მეხუთე პუნქტი დაარღვიეს. საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. ქართული ოცნების მიერ ამ ტელევიზიებში გაგზავნილია სხვა ვიდეორგოლებიც, თუმცა მათ ეთერში გაშვებაზე, პარტიაში მაუწყებლებიდან პასუხი არ აქვთ
