კარგი მთავრობის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა
კარგი მთავრობის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. შედეგები ევროკომისიამ გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 58,8% მიიღო და გლობალურ რეიტინგში მეორმოცე ადგილზე გავიდა, გაასწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 9 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს. საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. მთავრობამ განსაკუთრებულად მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ ინდიკატორებში: კეთილსინდისიერი ლიდერობა, შორსმჭვრეტელობა, ადაპტაციის უნარი, კოორდინაცია , გამჭვირვალობა, სასამართლო სისტემის ხარისხი, ბიუროკრატიის ხარისხი, სტაბილური ბიზნეს რეგულაციები და ინვესტიციების მოზიდვა.