ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ კრისტის აუქციონზე მილიონ 250 000 ფუნტ სტერლინგად შეძენილი საგანძური, საჩუქრად სახელმწიფოს გადაეცა
ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ კრისტის აუქციონზე მილიონ 250 000 ფუნტ სტერლინგად შეძენილი საგანძური, საჩუქრად სახელმწიფოს გადაეცა. იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერის უნიკალურობას ბევრი მიზეზი განსაზღვრავს. წიგნი პალიმფსესტია. პირველადი ტექსტი მეხუთე-მეშვიდე საუკუნით თარიღდება, ხოლო მეათე საუკუნეში, იოანე ზოსიმემ მასზე ტექსტი ქართული ანბანით პირადად გადააწერა. უნიკალური ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე