განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. ალექსანდრე წულაძე განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. სკოლაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა მასწავლებლებთან. ალექსანდრე წულაძემ მათთან ერთად განიხილა სხვადასხვა აქტუალური საკითხი და პედაგოგთა მხარდაჭერის კუთხით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შვიდ მასწავლებელს კი მადლობის სიგელები გადასცა.
