მუხროვანში სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსი დასრულდა
მუხროვანში სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსი დასრულდა. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე, სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური ოპერაციების ბაზის პოლიგონზე საჩვენებელი სროლებიც განახორციელეს.
