საპარლამენტო არჩევნებამდე 17 დღე დარჩა
საპარლამენტო არჩევნებამდე 17 დღე დარჩა. ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი წევრი განახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები.
