სამი ოპოზიციური ტელევიზიის მიერ "ქართული ოცნების" საარჩევნო რეკლამის დაბლოკვაზე პარლამენტის თავმჯდომარე ორკესტრირებულ შეტევაზე საუბრობს
დირექტივების შესრულება და სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლა - სამი ოპოზიციური ტელევიზიის მიერ "ქართული ოცნების" საარჩევნო რეკლამის დაბლოკვაზე პარლამენტის თავმჯდომარე ორკესტრირებულ შეტევაზე საუბრობს. როგორც ოპოზიციური ტელევიზიები, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, არგუმენტებად უცხო ქვეყნის ელჩის მოსაზრებას იყენებენ. ამ წუთებში კი საკითხზე კომუნიკაციების კომისია მსჯელობს.
