შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იმ დეზინფორმაციულ კამპანიას აბათილებს, რომელიც საელჩოსა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაციის არარსებობას ეხება
შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იმ დეზინფორმაციულ კამპანიას აბათილებს, რომელიც საელჩოსა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაციის არარსებობას ეხება. რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. ამერიკელი დიპლომატი საქართველოს მთავრობასთან ღია და კონსტრუქციული დიალოგის მომხრეა. ინტერვიუში ჰყვება, რომ ქართული ოცნება დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შესაძლოა, მომდევნო არჩევნების შემდეგაც სურათი არ შეიცვალოს. ყველაფერი კი როგორც დიპლომატი ამბობს, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
