„დინამო ბათუმიდან“ მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო გაათავისუფლეს
„დინამო ბათუმიდან“ მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო გაათავისუფლეს. უკრაინელი სპეციალისტი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. მისი ხელმძღვანელობით აჭარის კლუბმა ბოლო თამაში ფოთის „კოლხეთთან“ ჩაატარა, რომელიც 1:0 მოიგო. ანდრეი დემჩენკომ საქართველოში მუშაობა გორის „დილაში“ დაიწყო, ხოლო დინამოში 2023 წელს გადავიდა. „დინამო ბათუმი“ ეროვნულ ლიგაში 28 ტურის შემდეგ 42 ქულით მეოთხე ადგილზეა. ჯერჯერობით, უცნობია ვინ შეცვლის დემჩენკოს.
