საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას პოლონეთის ქალაქ პოზნანში განაგრძობს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას პოლონეთის ქალაქ პოზნანში განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდმა 20 ფეხბურთელით ივარჯიშა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი ინდივიდუალურად ემზადებიან. გიორგი ლორია გუნდს დღეს შეუერთდება. ეროვნული გუნდი ორი ტურის შემდეგ ერთა ლიგის ბე დივიზიონის პირველ ჯგუფში 6 ქულით ლიდერობს. ჩვენი ქვეყნის გუნდი მომდევნო ორ მატჩს 11 ოქტომბერს, პოზნანში, უკრაინასთან და 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.
