„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიამ სოციალურ ქსელებში 240 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. კამპანიის ფარგლებში, ინფლუენსერები და კონტენტ-კრეატორები ორი თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს.
