ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხაშურში, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირველი ფაზის ფარგლებში გაუმჯობესდება ქალაქის ცენტრალური ნაწილის წყალარინების და მთლიანი ქალაქის წყალმომარაგების ქსელი. 2025 წლის ბოლოდან დაგეგმილია ხაშურის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.