ფრონტის ხაზი
უკრაინაში ფრონტის ხაზზე შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე დასავლური მედია წერს, რომ კიევი შესაძლოა NATO-ში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე შევიდეს, თუმცა მათი დიპლომატიური გზით დაბრუნების უფლება შეინარჩუნოს. „ფაინენშელ ტაიმსი“ აღნიშნავს, რომ კიევი ომის დასრულების ამ სცენარს დასავლელ პარტნიორებთან განიხილავს. უკრაინის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მშვიდობას ტერიტორიებზე არ ცვლის და ომში გამარჯვების საკუთარი გეგმა აქვს, რომელსაც დასავლელი პარტნიორების შემდეგ უკრაინელებსაც გააცნობს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
