შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ფიზიკის დარგში ნობელის პრემია ორ მეცნიერს მიანიჭა
შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ფიზიკის დარგში ნობელის პრემია ორ მეცნიერს მიანიჭა. პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები გახდნენ პრინსტონის უნივერსიტეტიდან ჯონ ჰოპფილდი და ტორნტოს უნივერსიტეტის მეცნიერი ჯეფრი ჰილტონი. ნობელის პრემია მათ ნეიროქსელების ფუნდამენტური შესწავლისთვის მიიღეს, კერძოდ, მეცნიერების აღმოჩენებმა ხელოვნური ნეიროქსელების საშუალებით მანქანური სწავლების შესაძლებლობა შექმნა. ეს მიღწევა დღეს მეცნიერების, ტექნიკისა და ყოველდღიური ცხოვრების განვითარებას ემსახურება.