POLITICO: საფრანგეთის არმიამ პუტინის რუსეთის შეკავების გამოცდა უნდა ჩააბაროს
„საფრანგეთის არმიამ პუტინის რუსეთის შეკავების გამოცდა უნდა ჩააბაროს“ - ამ სათაურით სტატიას „პოლიტიკო“ აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, მომავალი წლის მაისში საფრანგეთის არმიას გადამწყვეტი მნიშვნელობის გამოცდა ელის, რადგან იგი ისეთ ძალად უნდა გარდაიქმნას, რომელიც რუსეთს შეეწინააღმდეგება. 2025 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნით, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები NATO-ს წევრ ქვეყანაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის უნდა მოემზადოს.
