შეერთებული შტატების დაზვერვის ცნობით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ირანმა ბირთვული იარაღის შექმნის გადაწყვეტილება უკვე მიიღო
შეერთებული შტატების დაზვერვის ცნობით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ირანმა ბირთვული იარაღის შექმნის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამის შესახებ ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა განაცხადა. უილიამ ბერნსის თქმით, თუკი თეირანი ასეთ ნაბიჯს გადადგამს, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ამის შესახებ მალე შეიტყობენ. ამერიკის ცენტრალური დაზვერვის დირექტორის თანახმად, ირანის ბირთვული პროგრამა ვითარდება და თუკი თეირანი მოისურვებს, შესაძლოა ატომური ბომბი უახლოეს მომავალში შექმნას.
