ისრაელის ჩრდილოეთში, ჰეზბოლას სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა
ისრაელის ჩრდილოეთში, ჰეზბოლას სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც ცახალში განაცხადეს, დღეს დილიდან, ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთის მიმართულებით, საერთო ჯამში, 100 რაკეტა ისროლეს. მათი დიდი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. თუმცა ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ისრაელის ჩრდილოეთ დასახლებაში, ჰაიფაში რამდენიმე შენობა დაზიანდა. ქალაქ ჰაიფასთან ერთად, განგაშის სიგნალი რეგიონში მდებარე კიდევ რამდენიმე დასახლებაში ჩაირთო.
