თბილისის მერმა ისნის რაიონში 30-ე ახლად გახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა
თბილისის მერმა ისნის რაიონში 30-ე ახლად გახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა. შენობა 350 აღსაზრდელისთვისაა განკუთვნილი. საბავშვო ბაღი იმ საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს, რაც სავალდებულოა თანამედროვე სკოლამდელი განათლების დაწესებულების ფუნქციონირებისათვის. გარდა ამისა, პროექტის მიმდინარეობისას, სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონებისათვის, დედაქალაქის მერიამ ბაღს დამატებით ტერიტორია გადასცა, რის შედეგადაც ღია აქტივობებისათვის სივრცე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
