საქართველოს კიდევ ერთი გაუმჯობესებული შედეგი
საქართველოს კიდევ ერთი გაუმჯობესებული შედეგი. თანმიმდევრული განვითარების ინდექსით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები 2023 წელს ეხება და ზომავს ქვეყნების ერთგულებას სამართლიანი და თანასწორუფლებიანი განვითარებისადმი. საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 53,84 ქულა მიიღო და 33-ე ადგილიდან საუკეთესო ოცეულში, მე-12 პოზიციაზე დაწინაურდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ 28 სახელმწიფოს და დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას. გარდა ამისა, ინდექსის ისეთ წამყვან ინდიკატორში, როგორიცაა „დემოკრატიული წინსვლა“ საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 80 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა. ამ მაჩვენებლით საქართველომ გაუსწრო დიდი შვიდეულის 6 სახელმწიფოს, ევროკავშირის და მსოფლიოს წამყვან რამდენიმე ქვეყანას. ანგარიშს საერთაშორისო შემფასებელი ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმა „კოორდინატორი“ ესპანეთში აწარმოებს. ინდექსს კი ევროკომისია აქვეყნებს.
