სოფელ კალაურში ჩასულ გვარამიას პარტიის წევრებს ადგილობრივი მცხოვრები დაუპირისპირდა
სოფელ კალაურში ჩასულ გვარამიას პარტიის წევრებს ადგილობრივი მცხოვრები დაუპირისპირდა. მან გვარამიას მიერ ღვინოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გაიხსენა და გვარამიას პარტიის წევრებს უთხრა, რომ ასეთი განცხადების შემდეგ მათ კახეთში ჩასვლის უფლება არ აქვთ.
