მმართველი პარტია ოპოზიციის, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს
არჩევნებში უცხოური ჩარევა, არადეკლარირებული საარჩევნო აგიტაცია, ნეგატიური კამპანია, საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა, საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია - მმართველი პარტია ოპოზიციის, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილ დარღვევებზე გივი მიქანაძემ ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის რადიკალური ფრთის და მათთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედია საშუალებების მიზანი საზოგადოებაში და საერთაშორისო პარტნიორებში მცდარი აღქმების შექმნაა. გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და ევროკავშირის ელჩის განცხადებებზე, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური ქარდების კამპანიაზე.
