ფლორიდის შტატში ქარიშხალ „მილტონისთვის“ ემზადებიან
ფლორიდის შტატში ქარიშხალ „მილტონისთვის“ ემზადებიან. ზოგიერთ დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უკვე დაიწყო. სინოპტიკოსების პროგნოზით, „მილტონი“ შტატს უახლოეს დღეებში დაატყდება. ახლა ქარიშხალი მექსიკის აღმოსავლეთში მძვინვარებს. სტიქია ერთ ღამეში მეხუთე, უმაღლეს კატეგორიამდე გაძლიერდა და ამ დროისათვის იუკატანის ნახევარკუნძულს უქმნის საფრთხეს. იქ სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევს.