ამსტერდამში პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
ამსტერდამში პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. არეულობის დროს პოლიციამ 320 ადამიანი დააკავა. ნიდერლანდების დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მანიფესტანტებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. ისინი პოლიციას სხვადასხვა ნივთს ესროდნენ. სწორედ ამას მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემხლა. ამსტერდამში 7 ოქტომბერს ისრაელის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
