ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა
ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა. ცახალის განცხადებით, შეზღუდული და მიზანმიმართული სამხედრო მოქმედებები მათ ლიბანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც დაიწყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაცია ლიბანში 30 სექტემბერს დაიწყო, თუმცა ცახალი ჰეზბოლას მებრძოლების და მათი პოზიციების წინააღმდეგ სახმელეთო საომარ მოქმედებებს ლიბანის მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აწარმოებდა. რეგიონში სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელმა 20-მდე სოფელში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის რეკომენდაცია გასცა.
