თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტთა მხარდამჭერი ცოცხალი ჯაჭვის აქცია მოეწყო
ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიის ფარგლებში თბილისში, თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტთა მხარდამჭერი ცოცხალი ჯაჭვის აქცია მოეწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება. ვარდისფერი კამპანიის მხარდამჭერია თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭო და ეროვნული სკრინინგ ცენტრი.
