საქართველოს კიდევ ერთი გაუმჯობესებული შედეგი
საქართველოს კიდევ ერთი გაუმჯობესებული შედეგი. თანმიმდევრული განვითარების ინდექსით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები 2023 წელს ეხება და ზომავს ქვეყნების ერთგულებას სამართლიანი და თანასწორუფლებიანი განვითარებისადმი. საქართველომ შეფასების 100 ბალიანი სისტემით 53 მთელი 84 მეასედი ქულა მიიღო და 33-ე ადგილიდან საუკეთესო ოცეულში, მე-12 პოზიციაზე დაწინაურდა.
