მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ - გზავნილის ირგვლივ მთელი საქართველო ერთიანდება
მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ - გზავნილის ირგვლივ მთელი საქართველო ერთიანდება. ქართული ოცნების მხარდასაჭერად მუსიკოსები და ხელოვანები დღეს სიღნაღში, ლაგოდეხსა და ბაღდათში შეიკრიბებიან. ღამის შოუს ბენდი, თემო საჯაია, სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, ნიუ ვანი, თამთა ჭელიძე, ცირა კობიაშვილი, ეკა კვალიაშვილი, გიორგი კელაპტრიშვილი, ალილო, თამუნა ამონაშვილი, გუფი, ნინუცა ბედიანაშვილი - ნდობას მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.