"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილი დარღვევები წარმოადგინა
არჩევნებში უცხოური ჩარევა, არადეკლარირებული საარჩევნო აგიტაცია, ნეგატიური კამპანია, საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა, საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია - მმართველი პარტია ოპოზიციის, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილი დარღვევები წარმოადგინა.
