პროგრამის „სასკოლო ლიგის“ განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით და სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით, პროგრამის „სასკოლო ლიგის“ განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. დააჯილდოვეს ,,თბილისის სასკოლო ლიგის“ 2023-2024 წლების სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. პროექტი, ინოვაციური მეთოდების გამოყენებასა და მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
