საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ პოზნანში უეფას ერთა ლიგის ოქტომბრის შეხვედრებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ პოზნანში უეფას ერთა ლიგის ოქტომბრის შეხვედრებისთვის მზადება დაიწყო. მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის განკარგულებაში გუშინ 8 მოთამაშე იყო, ხვალისთვის კი ნაკრები სრულად შეიკრიბება. 11 ოქტომბერს ქართველი ფეხბურთელები სტუმრად უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა პარასკევს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
