განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი 211-ე საჯარო სკოლას ესტუმრა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი 211-ე საჯარო სკოლას ესტუმრა. ალექსანდრე წულაძე სკოლის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში 100 საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო დასრულდება.
