ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერები
ლგბტ პროპაგანდის მომხრე რადიკალები და მათი ლიდერი ზურაბიშვილი. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებას ზურაბიშვილი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გეგმავს, მანამდე კი, როგორც იცით, მან კანონს არც ხელი მოაწერა და არც ვეტო დაადო. დღეს ის ამ თემაზე დასმულ კითხვას გაექცა. გვახსოვს ოპოზიციაც, რომელიც პარლამენტის სხდომას სპეციალურად არ ესწრებოდა, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონთან დაკავშირებით კენჭისყრაში, საკუთარი პოზიცია არ დაეფიქსირებინათ. საზოგადოებას კი დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, როგორ შეიძლება ევროინტეგრაციის გზა ლგბტ პროპაგანდაზე გადიოდეს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
