წაშლილი ციტატა
ე.წ. სკანდალი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ ევროკავშირის ელჩისგან შექმნა - ჩაიშალა. არხმა აღიარა, რომ თავდაპირველად გამოყენებული სათაური, მათი ინტერპრეტაციის შედეგი იყო. ტყუილია განცხადება, რომლის მიხედვით, თითქოს დიპლომატმა თქვა შემდეგი: „ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება". ჩასწორებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველმა გუნდმა განმარტება მოითხოვა. განმარტების მოსმენა პირადად ევროპელი დიპლომატისგანაც ვცადეთ, რომელმაც არ გვიპასუხა, ამ დრომდე ველოდით საელჩოსგან ოფიციალურ პასუხს, რაც ახლახანს მივიღეთ და მხოლოდ 1 წინადადებას მოიცავს, რომ განმარტება უკვე გავრცელდა. აქ იგულისხმება სავარაუდოდ, ფორმულას განმარტება. თავად დიპლომატიური სამსახური ელჩის ნათქვამის დამახინჯებულ ვერსიას არ უარყოფს და არც მედიის მსგავს ქმედებას აფასებს.
