ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის სახელობითი ქამრის მფლობელი გახდა
ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის სახელობითი ქამრის მფლობელი გახდა. საბერძნეთში გამართულ ტურნირზე მარჯვენა მკლავით ფინალურ ორთაბრძოლაში მან შვედი სპორტსმენი დაამარცხა. ხაჩიძის ღვაწლისა და დამსახურების აღიარებისთვის, მისი სახელობითი ქამარი, საგანგებოდ დამზადდა. ჩემპიონს, ეს ჯილდო, 56 წლის იუბილეზე, მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა, ანდერს აქსკლომ პირადად გადასცა. ჩვენი ქვეყნის სახელით შეჯიბრებაში 13 სპორტსმენი ასპარეზობდა და მათ საერთო ჯამში 11 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.
