სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო, უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს შეხვდა
სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო, უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს შეხვდა. მთავრობათაშორისი კონსულტაციები უკრაინის ქალაქ უშგოროდში გაიმართა. ეს პრემიერების უკვე მეორე შეხვედრაა. მოლაპარაკებების მთავარი საკითხები იყო ეკონომიკური თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ენერგეტიკული უსაფრთხოება.
