ანექსირებულ ყირიმში ნავთობბაზა იწვის
ანექსირებულ ყირიმში ნავთობბაზა იწვის. ტელეგრამ არხების ცნობით, ხანძარი ქალაქ ფეოდოსიაში ნავთობგადამამუშავებელ საზღვაო ტერმინალზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად გაჩნდა. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით არავინ დაშავებულა, ქალაქში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა. უკრაინის გენშტაბმა ანექსირებულ ყირიმში ნავთობბაზაზე განხორციელებული შეტევაზე ისაუბრა, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაზა ოკუპანტის არმიის მომარაგების წყაროა.
