იერუსალიმში ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმისას მოკლულ მოქალაქეებს და დაჯგუფება ჰამასთან ბრძოლაში დაღუპულ სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს
იერუსალიმში ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმისას მოკლულ მოქალაქეებს და დაჯგუფება ჰამასთან ბრძოლაში დაღუპულ სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. გაიხსენეს ჰამასის სისხლიანი თავდასხმა და მათ მიერ გატაცებული და მოკლული მძევლები. იერუსალიმში „რკინის მახვილის“ მონუმენტთან სანთლები დაანთეს ისრაელის პრემიერ მინისტრმა და ქალაქის მერმა. ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, პატივი მიაგეს კიბუც ბე-ერიში, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბერს, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე აღმოჩნდა.
