განათლების მინისტრი თბილისის ახლად რეაბილიტირებულ 215-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა
განათლების მინისტრი თბილისის ახლად რეაბილიტირებულ 215-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა. შენობა, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულებამ, 2 მილიონ 790 ათას ლარამდე შეადგინა.
