გახარიას პარტია და “ნაციონალური მოძრაობა “ერთი გუნდია - ამის შესახებ შეფასებები მმართველ პარტიაში კეთდება
გახარიას პარტია და “ნაციონალური მოძრაობა “ერთი გუნდია - ამის შესახებ შეფასებები მმართველ პარტიაში კეთდება. სახელისუფლებო გუნდის თქმით, გახარიას პარტიას საკრებულოებში კოალიციაც აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან და მათი კავშირები სიახლე არ არის. ამაზე გახარიას გუნდის შემადგენლობაც მიუთითებს . საარჩევნო სიის სათავეში არიან ზაზა თავაძე, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში იკავებდა თანამდებობებს. შალვა პაპუაშვილმა დღეს გახარიას პარტიის ერთ -ერთ წევრზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის მმართველი გუნდის წევრებს დაპატიმრებით ემუქრება
