ოპოზიცია არჩევნებზე გავლენის მოხდენას ანტიეროვნული ჭორების გავრცელებით ცდილობს
ოპოზიცია არჩევნებზე გავლენის მოხდენას ანტიეროვნული ჭორების გავრცელებით ცდილობს თითქოს “ქართული ოცნება” ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით და ქვეყნის კონფედერაციულ მოწყობაზე გადაყვანით აპირებს. ხელისუფლების პოზიცია კი მკაფიოა, საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება, მათ შორის, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ კონფედერაციის იდეას სწორედ წინა ხელისუფლება განიხილავდა და ახლა, როცა “ქართული ოცნება” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაზე სულ უფრო ხშირად საუბრობს, ოპოზიცია ანტიეროვნული ჭორების გავრცელებით დაკავდა.
