სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალი იმპიჩმენტის პროცედურა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დააანონსა
სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალი იმპიჩმენტის პროცედურა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დააანონსა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე ზურაბიშვილს არანაკლებ ასი ხმით გადააყენებს. მანამდე კი საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო არჩევნებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება, თუმცა მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ იმპიჩმენტი მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი კანონის განზრახ, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი არ დარჩეს, მათი თქმით იმპიჩმენტს პრევენციული, პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვა აქვს.
