რა თქვა პაველ ჰერჩინსკიმ და რატომ წაშალა ოპოზიციურმა მედიამ მისი განცხადება რამდენიმე წუთში
ოპოზიციურმა მედიამ პაველ ჰერჩინსკის სკანდალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველოს ხელისუფლების წევრები შეუთავსებლები არიან ევროკავშირის ღირებულებებთან. კიდევ ერთი რადიკალური განცხადება უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. ფორმულას ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა , რომ ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება. მსგავსი კომენტარი ელჩს მედიასთან არ გაუკეთებია და მან სავარაუდოდ, ისაუბრა სტუდენტებთან შეხვედრაზე. კეზერაშვილის ტელევიზიამ მოგვიანებით ინფორმაცია წაშალა . ქრონიკა ევროკავშირის წარმომადგენლობას დაუკავშირდა და ველოდებით ოფიციალურ განმარტებას.
