დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იური ბერიშვილის გამოფენა „იმპერატორის ბაღი“ გაიხსნა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იური ბერიშვილის გამოფენა „იმპერატორის ბაღი“ გაიხსნა. გაიმართა მხატვრის შემოქმედების ამსახველი წიგნ-ალბომის პრეზენტაციაც. იური ბერიშვილი ქართული ვიზუალური ხელოვნების უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურაა, მხატვარს არაერთი პერსონალური, თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონდა საქართველოში, ბელგიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში. მისი ნამუშევრები დაცულია მნიშვნელოვან სახელმწიფო და კერძო კოლექციებში. გამოფენა „იმპერატორის ბაღი“ ეროვნულ გალერეაში 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
