ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა
ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა. წლისთავთან დაკავშირებით ისრაელში, სხვადასხვა ადგილას ღონისძიებები მიმდინარეობს. მთავარი ღონისძიება იქ გაიმართა, სადაც ერთი წლის წინ მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა, ჰამასის მებრძოლებმა 360 ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ათობით კი მძევლად აიყვანეს. ღონისძიებას 7 ოქტომბერს რადიკალების მიერ მოკლულთა ოჯახების წევრები და ისრაელის პრეზიდენტი, ესწრებოდნენ.
