აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა აისახოს. ლევან მგალობლიშვილმა მინისტრებს დაავალა, რომ დღესვე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მივიდნენ, ადგილზე გაეცნონ ვითარებას და მოისმინონ არსებული საჭიროებები.
