თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სამგორის რაიონში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სამგორის რაიონში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. 15 ჰექტარზე დაგეგმილია საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ცხოველთა სასეირნო სივრცის, ფანჩატურების, სკეიტ პარკის, პარკურ პარკის, საჭადრაკო სივრცის, მშრალი შადრევნისა და ამფითეატრის მოწყობა. ტერიტორიაზე დაირგვება 8 300 ძირი ნერგი და დაითესება ბალახი.
